top of page

სერტიფიკატი

ბიზნესისა და ტექნოლოგიის აკადემიაში - BITA დატრენინგებული სტუდენტები (online, offline) კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებენ სასწავლო ცენტრის - BITA საავტორო სერტიფიკატს.

 

სერტიფიკატი არის პერსონალური დოკუმენტი. მასში მოცემულია სტუდენტის გვარი, სახელი, / ქართულად, ინგლისურად /,  კურსის დასახელება და ხანგრძლივობა, სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელის ხელმოწერა, სერტიფიკატის  ID - ნომერი. (სერტიფიკატის  ID - ნომერი არის უნიკალური ნომერი, რომელიც ადასტურებს სერტიფიკატის მოქმედებას.

სერტიფიკატი bizn.png

სერტიფიკატის მისაღებად, თქვენ უნდა:

 

1. დაესწროთ კურსის 80% -ს;

2. სწავლის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში:

  • წარმატებით გაიაროთ ონლაინ ტესტი ვებ – გვერდზე ან ოფისში, თუ კურსისთვის ტესტირება არ არის გათვალისწინებული, შეასრულოთ ლექტორისგან მიღებული საბოლოო დავალება.

  • შეავსოთ კითხვარი.

 

სერტიფიკატის ღირებულება

 

ტრენინგის დასრულების სერტიფიკატი სასწავლო ცენტრში - BITA გაიცემა უფასოდ, სტუდენტის სწავლის ფორმის (online, offline) მიუხედავად.

 

როგორ ავიღოთ სერტიფიკატი.

 

თბილისში მცხოვრებ სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ სერტიფიკატი სასწავლო ცენტრის მისამართზე. სხვა რეგიონების მსმენელებისთვის სერთიფიკატები იგზავნება ფოსტით (უფასო).

 

კითხვარის შევსებას დაჭირდება 1 წუთი.

 

ამ გამოკითხვის მიზანია პერსონალის მუშაობის და სასწავლო ცენტრის მომსახურების მიწოდების ყველაზე ობიექტური შეფასების შექმნა.

თქვენი პასუხების წყალობით, ჩვენ გავაუმჯობესებთ ტრენინგების ხარისხს.

გამოკითხვის შედეგად მიღებული მონაცემები არის კონფიდენციალური და არ გადაეცემა მესამე პირს.

მადლიერი ვიქნებით თქვენი გულწრფელი პასუხებისთვის.

bottom of page