top of page

ტურაგენტის მომზადება

ხანგრძლივობა
3 თვე/50სთ
ფორმატი
დისტანციური
დასწრებული
ღირებულება
400₾
500₾

ტურაგენტის მომზადება

ტურიზმი ერთ – ერთი ყველაზე წარმატებული მცირე და საშუალო ბიზნესია საქართველოში. ამ ტიპის მომსახურების სეზონურობის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში ტურისტული კომპანიების რაოდენობა მუდმივად იზრდება. ტურიზმის ბიზნესში სპეციალური მომზადების გარეშე მუშაობა შეუძლებელია, ამიტომ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებზე მოთხოვნა ძალიან დიდია. უფრო და უფრო მეტი ადამიანია, ვისაც სურს ამ პროფესიის დაუფლება ყოველწლიურად.

 

კურსის მიზანია შეისწავლოთ ტურიზმის ბიზნესის სამართლებრივ ასპექტები;  ტუროპერატორებსა და ტურაგენტებს შორის თანამშრომლობის ფორმები; ტურისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურეობა და ტურისტული ფორმალობები.

 

ინგლისური ენა  -  კომუნიკაციის საერთაშორისო ენა ტურიზმში, 1 თვე - 24 აკადემიური საათი

  • ინგლისური ენის ტერმინები,  უცხოური ტურ ოპერატორების მიერ გამოყენებული ფასების შეთავაზებისას

  • უცხოური ოპერატორების  ფასების შეთავაზებებისას კითხვის უნარების შეძენა

  • უცხოურ ოპერატორებთან კომუნიკაციის წესები

 

დამატებითი განყოფილება უმაღლესი განათლების გარეშე სტუდენტებისთვის - 1 თვე, 32 აკად. სთ

  • ეკონომიკისა და ფინანსების საფუძვლები

  • შრომის კოდექსი

  • საინფორმაციო ტექნოლოგია

  • ბიზნეს კომუნიკაციის ეთიკა

 

ჩვენი ტრენინგ კურსების დასრულების შემდეგ გაიცემა ქართულ-ინგლისურენოვანი სერტიფიკატი " ტურიზმის ორგანიზაციის აგენტი". სერთიფიკატი საჭიროა, თუ თქვენ ხართ ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელი, ასევე ბიზნეს ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს ტურისტული საქმიანობის  საშუამავლო მომსახურებას.

ლექტორი

ანუკი ფანჯიკიძე

ანუკი ფანჯიკიძე არის სააგენტოს შპს  ,,ნეედ თრეველი „

დამფუძნებელი და დირექტორი, მისი ინტერესის სფეროა: ტურიზმი, სასტუმროს მენეჯმენტი, რესტორნის მენეჯმენტი, სტუმარ - მასპინძლობის ინდუსტრია, ტუროპერეიტინგი.

კურსის სილაბუსი

CV
ლექტორები
ანუკი.png

ანუკი ფანჯიკიძე

CV
დედა.png

პროფესორი სუზანა დობორჯგინიძე

bottom of page