top of page

პროექტების მენეჯმენტი

ხანგრძლივობა
3 თვე/41 სთ
ფორმატი
დისტანციური
დასწრებული
ღირებულება
450₾
600₾

პროექტების მენეჯმენტი

„პროექტების  მენეჯმენტი“  შეისწავლის პროექტების მართვის ფუნდამენტალურ საკითხებს. კერძოდ, იგი შეეხება რესურსების ორგანიზებისა და მართვის საკითხებს შესასრულებელ სამუშაოებთან მიმართებაში  და ამ რესურსების ეფექტიან განაწილებას განსაზღვრულ მასშტაბში, წინასწარ დაგეგმილ დროით სივრცესა და შეზღუდული ხარჯების პირობებში. კურსი გათვლილია მსმენელებისთვის, რომლებსაც არა აქვთ ცოდნა პროექტების მართვის სფეროში და რომელთაც ესაჭიროებათ მენეჯეული უნარების შეძენა.  კურსი აღწერს პროექტების იდენტიფიცირების, შერჩევისა და დაგეგმვის საკითხებს. ძირითადი  თემები შეეხება: პროექტის დაგეგმვის, საპროექტო გუნდის შერჩევის, კომპეტენციათა განსაზღვრის, პროექტის ბიუჯეტირების და რესურსების გადანაწილების საკითხებს. კურსის შედეგად სტუდენტები ეუფლებიან პროექტების მართვის ტექნიკასა და მეთოდოლოგიას. ასევე, მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღების ხელოვნებას სხვადასხვა მეცნიერული მოდელების გამოყენების საფუძველზე ("PERT"; "CPM").

 

კურსის მიზნები

  • შესაბამისი ცოდნის მიწოდება, რომელიც მსმენელებს დაეხმარება პროექტების მართვის ძირითადი პრინციპების გაცნობიერებაში;

  • სტუდენტებში სპეციფიკური უნარების განვითარება, რომელიც საჭიროა საპროექტო გუნდის ეფექტური მართვისითვის;

  • სტუდენტებში ანალიტიკური აზროვნების გამომუშავება პროექტ–მენეჯმენტში წარმოქმნილ პრობლემათა გადაჭრის მიზნით

 

სწავლის შედეგები

 

კურსის ბოლოს, სტუდენტებს:

  • შეუძლია მართოს პროექტი მისი სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპზე;

  • შეუძლია სისტემური მიდგომის საფუძველზე მოახდინოს პრობლემური სიტუაციების კრიტიკული ანალიზი, სამოქმედო სტრატეგიის შემუშავება;

  • შეუძლია გუნდის მუშაობის ორგანიზება და მართვა, დასახული მიზნის მისაღწევად გუნდური სტრატეგიის შემუშავება;

  • შეუძლია გამოიყენოს თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიებიკურსის პროგრამა

ლექტორი

პროფესორი აკაკი ცომაია

აკაკი ცომაია არის ეკონომიკის აკადემიური დოქტორი. ამჟამად იკავებს საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლისა და კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკური სკოლის ასოცირებული პროფესორის თანამდებობას. როგორც მოწვეული ლექტორი, კითხულობს ლექციებს ქართულ-ამერიკულ და სულხან-საბა უნივერისტეტებში. იგი ასევე მუშაობდა მოწვეულ პროფესორად ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კითხულობს ლექციებს შემდეგ დისციპლინებში: მენეჯმენტი, სტრატეგიული მენეჯმენტი, პროექტების მართვა, მიკროეკონომიკა, მაკროეკონომიკა, საფინანსო და სავალუტო სისტემა, კაპიტალის ბაზრები, ფინანსური აღრიცხვა, თამაშთა თეორია. ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს 15-მდე პუბლიკაცია. აქვს მკვლევარის გამოცდილება სამეცნიერო-საგრანტო პროექტებში. იგი გახლავთ ფულბრაიტის პოსტროქტორალური საგრანტო კონკურსის გამარჯვებული. ახორციელებს ტრენინგებს სხვადასხვა სპეციალობის მსმენელებისთვის

კურსის სილაბუსი

CV
ლექტორი
akakii.png

პროფესორი აკაკი ცომაია

bottom of page