top of page

მომავლის მენეჯერი

ხანგრძლივობა
2 თვე/46 სთ
ფორმატი
დისტანციური
დასწრებული
ღირებულება
300₾
400₾

მომავლის მენეჯერი

სასწავლო კურსი ორიენტირებულია მსმენელებში პრაქტიკული მენეჯერული უნარების ჩამოყალიბებაზე. კურსი შედგება ოთხი მოდულისგან: საწარმოსა და ბიზნესის მართვა; ორგანიზაციული მემენჯემნტი, ფინანსური მენეჯმენტი და მარკეტინგინგული მენეჯმენტი.  თითოეული მოდული უზრუნველყოფს როგორც ახალბედა-დამწყებ, ისე მოქმედ ბიზნესმენებს ბიზნესის მართვის ხელოვნების დაუფლებაში. კერძოდ, პირველი მოდული კონცენტრირებულია ბიზნესის მართვის ფუნდამენტალურ საკითხებზე:  რა არის მენეჯმენტი; რა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებით ხორციელდება ბიზნესი; როგორ უნდა შემუშავდეს სწორი საკადრო პოლიტიკა; რა გავლენის მოხდენა შეუძლია მოტივაციის ფაქტორს ბიზნესის შედეგებზე და როგორ მოვახერხოთ მოტივირებულ თანამშრომელთა გუნდის ჩამოყალიბება; როგორ წარმოებს კომუნიკაციისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი ბიზნესში. მეორე მოდული ეთმობა ორგანიზაციული  მართვის საკითხებს და ძირითადი აქცენტი კეთდება მართვის ფუნქციებზე: დაგეგმვის, ორგანიზების, ლიდერობისა და კონტროლის პროცესზე, რომელთა სწორი განხორციელება უზრუნველყოფს ორგანიზაციის კონკურენტუნარიანობას ბაზარზე. მესამე მოდული მთლიანად ეთმობა ფინანსების მართვის საკითხებს. მსმენელი შეისწავლის ფინანსების ანბანს და მიღებული ცოდნის საფუძელზე შეძლებს ზემოთ აღნიშნული პროცესების ციფრების ენაზე გადაყვანას, წაკითხვას, გააზრებას, შეფასებასა და შესაბამისი დასკვნების გამოტანას. მეოთხე მოდული ორიენტირებულია მსმენელებში იმ პრაქტიკული უნარების განვითარებაზე, რომელიც აუცილებელია მომხმარებლებთან გრძელვადიანი მომგებიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.

ლექტორი

პროფესორი აკაკი ცომაია

აკაკი ცომაია არის ეკონომიკის აკადემიური დოქტორი. ამჟამად იკავებს საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლისა და კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკური სკოლის ასოცირებული პროფესორის თანამდებობას. როგორც მოწვეული ლექტორი, კითხულობს ლექციებს ქართულ-ამერიკულ და სულხან-საბა უნივერისტეტებში. იგი ასევე მუშაობდა მოწვეულ პროფესორად ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კითხულობს ლექციებს შემდეგ დისციპლინებში: მენეჯმენტი, სტრატეგიული მენეჯმენტი, პროექტების მართვა, მიკროეკონომიკა, მაკროეკონომიკა, საფინანსო და სავალუტო სისტემა, კაპიტალის ბაზრები, ფინანსური აღრიცხვა, თამაშთა თეორია. ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს 15-მდე პუბლიკაცია. აქვს მკვლევარის გამოცდილება სამეცნიერო-საგრანტო პროექტებში. იგი გახლავთ ფულბრაიტის პოსტროქტორალური საგრანტო კონკურსის გამარჯვებული. ახორციელებს ტრენინგებს სხვადასხვა სპეციალობის მსმენელებისთვის

კურსის სილაბუსი

CV
ლექტორი
akakii.png

პროფესორი აკაკი ცომაია

bottom of page