მარკეტინგ-მენეჯმენტი
მარკეტინგ-მენეჯმენტი
კურსი ეძღვნება კომპანიის კომერციული პოლიტიკის შემუშავების მარკეტინგის საფუძვლებს, რა ტენდენციები განსაზღვრავს ბაზრებს მომავალში, შესაძლებელია თუ არა მარკეტინგული პროგრამების გაზომვა და შესაბამისობა კომპანიის ფინანსურ მიზნებთან, როგორ და რომელი მომხმარებლები უნდა შენარჩუნდეს, როგორ არ წააგონ მარკეტინგულ ომებში. მისი ათვისების შედეგად, სტუდენტებს საშუალება ექნებათ გამოიყენონ მარკეტინგული საშუალებები კომერციული პოლიტიკის ანალიზისა და შემუშავების პროცესში. კურსი განკუთვნილია ფართო სპექტრის მსმენელებისთვის, რომლებსაც სურთ ცოდნის გაღრმავება მარკეტინგისა და ფინანსების სფეროში.
კურსის შესახებ
კურსი ეძღვნება ძირითადი ასპექტების შესწავლას, რომელშიც მარკეტინგი იკვეთება კომპანიის სტრატეგიულ მენეჯმენტთან, რაც საშუალებას მოგცემთ გაიგოთ, რა არის ბიზნესის მარკეტინგული ორიენტაცია და რატომ ხდება ბიზნესის გადარჩენისა და განვითარების ძირითადი პირობა. კურსის მიზანი არის მსმენელების მიერ მარკეტინგის თანამედროვე კონცეფციების ათვისება კომპანიის მენეჯმენტის ლოგიკასთან ერთად, აგრეთვე მათი შესაძლებლობა გამოიყენონ მარკეტინგის ინსტრუმენტები პრაქტიკულად კომპანიის კომერციული პოლიტიკის ანალიზისა და შემუშავების პროცესში.
ფორმატი
კურსი შედგება სლაიდ - ლექციებისგან, რომლის ფარგლებშიც არის ჩასმული არაშეფასებითი კითხვები. ყოველ კვირას წარმოდგენილი იქნება შესაფასებელი ტესტი 7-10 კითხვით, ესე ან მინი-ქეისი და ტესტებით ჩატარდება საბოლოო გამოცდა.
სწავლის შედეგები
კურსის "მარკეტინგ - მენეჯმენტი" დაუფლების შემდეგ, სტუდენტებს ექნებათ შემდეგი ცოდნა და კომპეტენციები:
-
იცოდეთ მარკეტინგ-მენეჯმენტის ძირითადი ცნებები და დებულებები;
-
გააცნობიეროთ მარკეტინგის ძირითადი ფუნქციები კომპანიის განვითარების დაგეგმვაში;
-
შეძლოთ მომხმარებლებისთვის პროდუქტის ღირებულების გაზრდის ვარიანტების ანალიზი;
-
იცოდეთ ბიზნესის განვითარების მარკეტინგული საფუძვლებიდან ბიზნეს გადაწყვეტილებების ეფექტურობის ანალიზის მეთოდები;
-
გააცნობიეროთ მარკეტინგის მიზნები კომპანიის პროდუქტების სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე.
ლექტორი
ლექტორი მაია სანიკიძე
მაია სანიკიძე არის მიწვეული ლექტორი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. წლების განმავლობაში, როგორც მიწვეული ლექტორი კითხულობდა ლექციებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მის მიერ წაკითხული იქნა ლექციები შემდეგ დისციპლინებში: მენეჯმენტის საფუძვლები, სტრატეგიული მენეჯმენტი, პროექტების მენეჯმენტი, ადამიანური რესურსების მენეჯმენტი, ეკონომიკის პრინციპები. ბოლო წლების განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს 10-მდე პუბლიკაცია. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. ახორციელებს ტრენინგებს სხვადასხვა სპეციალობის მსმენელებისთვის.
კურსის სილაბუსი
CV
ლექტორები
ლექტორი მაია სანიკიძე
CV
პროფესორი სუზანა დობორჯგინიძე
CV
პროფესორი მაია ივანიშვილი