ლაბორატორიის ხარისხის მართვა – ISO 15189:2022
ლაბორატორიის ხარისხის მართვა – ISO 15189:2022 სტანდარტის ინტერპრეტაცია და პრაქტიკული გააზრება
ვისთვის არის განკუთვნილი კურსი
-
ლაბორატორიის მენეჯერებისთვის;
-
ხარისხის მენეჯერებისთვის;
-
ლაბორატორიული პერსონალისთვის;
-
ISO 15189 სტანდარტით დაინტერესებული სპეციალისტებისთვის.
კურსის შესწავლის ძირითადი მიზნები:
-
ლაბორატორიული ხარისხის მართვის სისტემების მუშაობის პრინციპების გაცნობა საერთაშორისო სტანდარტის (ISO 15189:2022) მიხედვით;
-
ლაბორატორიული პროცესების დაგეგმვა და ნიმუშების, აღჭურვილობისა და რესურსების ეფექტური მართვა;
-
უსაფრთხოების სტანდარტებისა და რისკების შეფასების პრაქტიკული უნარების განვითარება;
-
შიდა და გარე აუდიტების, ხარისხის კონტროლისა და აკრედიტაციის პროცესების გაცნობა;
-
ლაბორატორიული მონაცემების მართვისა და მომხმარებელთან კომუნიკაციის სტანდარტების პრაქტიკული გამოყენება.
კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი შეძლებს:
-
გაერკვეს ISO 15189:2022 სტანდარტის მოთხოვნებსა და ლაბორატორიული ხარისხის მართვის პრინციპებში;
-
განსაზღვროს ხარისხის კონტროლის, აუდიტისა და აკრედიტაციის მნიშვნელობა და დაგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები;
-
სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისთვის სტრუქტურირებულად და ეფექტურად გადასცეს ინფორმაცია;
-
გამოიმუშაოს რისკებზე დაფუძნებული აზროვნება და განახორციელოს უწყვეტი გაუმჯობესების ღონისძიებები;
-
პრაქტიკაში გამოიყენოს ხარისხის მართვის, უსაფრთხოების და პროცესების გაუმჯობესების ინსტრუმენტები.
კურსის დასრულების შემდეგ
-
მიიღებთ პრაქტიკულ ცოდნას ISO 15189:2022 სტანდარტის მიხედვით;
-
შეიძენთ ლაბორატორიული ხარისხის მართვისა და უსაფრთხოების ეფექტური დანერგვის უნარებს;
-
გადმოგეცემათ კურსის დასრულების სერტიფიკატი.
ლექტორი
პროფესორი მალხაზ ბაბუაშვილი
მალხაზ ბაბუაშვილი არის ლაბორატორიის ხარისხის მართვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტი, მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით. იგი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ასოცირებული პროფესორია და აქტიურად არის ჩართული ლაბორატორიული ხარისხის მართვის სისტემების განვითარებასა და დანერგვაში.
პროფესორი ბაბუაშვილი არის ISO 15189:2022 სტანდარტის დანერგვისა და სრული მხარდაჭერის ექსპერტი, ასევე სერტიფიცირებული შიდა აუდიტორი. მას აქვს პრაქტიკული გამოცდილება სამედიცინო ლაბორატორიების აკრედიტაციისთვის მომზადებაში, ხარისხის მართვის სისტემების შექმნასა და გაუმჯობესებაში, რისკების შეფასებასა და უსაფრთხოების პროგრამების განხორციელებაში.
იგი ახორციელებს ტრენინგებს სხვადასხვა პროფილის ლაბორატორიული პერსონალისთვის და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.
კურსის სილაბუსი
ლექტორი
CV

პროფესორი
მალხაზ ბაბუაშვილი



