top of page

კულინარიის კურსი

ხანგრძლივობა
3 თვე/50სთ
ფორმატი
დისტანციური
დასწრებული
ღირებულება
500₾
600₾

კულინარიის კურსი

კულინარიის სამთვიანი პროგრამის განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ ფართო და ინტენსიურ განათლებას პროფესიონალური მომზადებისა და ცხობის მიმართულებით. კურსის დინამიური განრიგი განკუთვნილია მათთვის, ვინც კულინარიული უნარების გაუმჯობესებას ცდილობს ან პროფესიონალური კულინარიის კარიერას ეძებს.

პროგრამაში გამოიყენება  პრაქტიკული მიდგომა სამზარეულოს ტექნიკისადმი, ყოველდღიური კულინარიული ლაბორატორიები ავსებს გაკვეთილებს, ასევე რამდენიმე საველე გასვლა იქნება საკვების  წარმოების ადგილობრივ ცენტრებში და სტუმრის ლექციები შეფ-მზარეულებისგან.

სტუდენტებს მიეცემათ საბაზისო ცოდნა, რაც საჭიროა კულინარიული პროფესიის დასაწყებად. ისინი გაეცნობიან საკვების თერმულ და მექანიკურ დამუშავებას, ინგრედიენტების ხარისხის განსაზღვრას, სუნელების კომბინაციას, დანებთან მუშაობას, რესტორნების ხარისხის მენიუს შექმნას, კერძების ორგანიზებას და მირთმევას, სამზარეულოს პროფესიონალურ სტანდარტებს, კვების ნაწილებს, საკვების შენარჩუნებას და გასტრონომიულ ისტორიას.

პროფესიულ უნარებთან ერთად, რომლებსაც სტუდენტები იღებენ ამ პროგრამის საშუალებით, მათ ასევე საშუალება ექნებათ შეხვდნენ წარმატებულ შეფ-მზარეულებს, რომლებიც მუშაობენ თანამედროვე გასტრონომიაში და შექმნიან ქსელს ამ დარგის პროფესიონალებთან ერთად.

კულინარიული პრაქტიკა

იმის გამო, რომ ჩვენ გვჯერა, რომ კულინარია საუკეთესოდ ისწავლება პრაქტიკის საშუალებით, ჩვენი სასწავლო გეგმა ისეა შემუშავებული, რომ დროის 80% დაეთმოს პრაქტიკულ მეცადინეობებს. პრაქტიკული სესიები იწყება საფუძვლებიდან, რათა სტუდენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გაიმყარონ თავიანთი ცოდნა.

საველე ექსკურსიები

პროგრამის განმავლობაში სტუდენტები ეწვევიან კვების პროდუქტების წარმოების რამდენიმე ადგილობრივ ცენტრს. ტურები დაეხმარება სტუდენტებს უკეთესად გააცნობიერონ კვების ინდუსტრიის  გადამამუშავებელი ჯაჭვი და სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტების მომზადებისა  და შენახვის მეთოდები, მათ შორის ყველის, საკონდიტრო ნაწარმის, ხორცის პროდუქტების, ღვინის და ყავის. სტუდენტები გაეცნობიან ადგილობრივი პროდუქციის სხვადასხვა ბრენდებს, საიდანაც მათ შეუძლიათ ისწავლონ ხარისხიანი პროდუქტების გარჩევა და ადგილობრივ მწარმოებლებთან კონტაქტის დამყარება.

 

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა

BITA - ს  ქართულ-ინგლისურენოვანი სერთიფიკატი

პროფესიონალი კულინარიული შეფ-მზარეულისთვის.

ტრენერი

ლევან წიკლაყრი

ლევანის აქვს უმაღლესი განათლება ტურიზმის სფეროში. დაახლოებით 6 წელია რაც კულინარიის სფეროში მოღვაწეობს.

ლევანის დიდი სამუშაო გამოცდილება აქვს, ის იყო: რესტორან "STRADA"-ს შეფ-მზარეული, ამჟამად სასტუმრო რესტორან ,,ემოციის“ შეფ-მზარეულია...

კურსის სილაბუსი

CV
ტრენერი
ლევანი2.png

ლევან წიკლაური

bottom of page