top of page

ჯანდაცვის მენეჯმენტი

ხანგრძლივობა
3 თვე/50 სთ
ფორმატი
დისტანციური
დასწრებული
ღირებულება
700₾  600₾
900₾  800₾

ჯანდაცვის მენეჯმენტი

ჯანდაცვა არის საზოგადოებრივი სექტორის უდიდესი ნაწილი და აქვს საკუთარი მახასიათებლები მართვასა და განვითარებაში. ბოლო წლების განმავლობაში, ჯანდაცვის დაწესებულებებში აქტიურად გაიზარდა მენეჯმენტის მოთხოვნები: საავადმყოფოებსა და კლინიკებში, სარეაბილიტაციო ცენტრებში, სავალდებულო და ნებაყოფლობითი ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემაში მოქმედ სადაზღვევო კომპანიებსა და ჯანდაცვის სისტემის მმართველ ორგანოებში. სასწავლო პროგრამის "ჯანდაცვის მენეჯმენტი" საკითხების შესწავლა მოგცემთ იმ ცოდნას, უნარებსა და შესაძლებლობებს, რაც უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის დაცვის მენეჯმენტის სპეციალისტს.

კურსის ამოცანაა მსმენელმა მიიღოს თეორიული და პრაქტიკული მუშაობის ჩვევები მენეჯერული საქმიანობის სფეროში.

სასერტიფიკატო კურსი განკუთვნილია იმ სპეციალისტების პოსტდიპლომური მომზადებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ სრული სამედიცინო ან სხვა (იურიდიული, ეკონომიური და სხვა) უმაღლესი თუ არაფორმალური განათლება.

სწავლის შედეგი

სასერტიფიკატო კურსის დასრულების შემდეგ სპეციალისტის საქმიანობის ძირითად შედეგს წარმოადგენს კონკურენტულ გარემოში სამედიცინო ორგანიზაციის მდგრადი ფუნქციონირება და განვითარება, რაც მიიღწევა სამედიცინო სერვისების მომხმარებელთა და ორგანიზაციის ინტერესების ჰარმონიზაციის საფუძველზე.

კურსის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მენეჯერი განახორციელებს სამედიცინო დაწესებულების ყველა სტრუქტურის საქმიანობის ანალიზს, კოორდინაციას და რეგულირებას, გამოიკვლევს ბაზარს, მის კონიუნქტურას, მოთხოვნილებისა და მოთხოვნის დინამიკას და მათ შესაბამისად განსაზღვრავს სტრატეგიას კონკურენციის პირობებში, მოამზადებს წინადადებებს სერვისების განვითარების შესახებ, განსაზღვრავს საფასო პოლიტიკას, განახორციელებს კომუნიკაციური პოლიტიკის ფორმირებას, მონაწილეობას მიიღებს დაწესებულების სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის პროგრამის შემუშავებაში, განსაზღვრავს მარკეტინგული საქმიანობის  ეფექტიანობას.

 

სრული კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ გაიცემა ქართულ - ინგლისური სერტიფიკატი.

ლექტორი

პროფესორი სუზანა დობორჯგინიძე

სუზანა დობორჯგინიძე არის ეკონომიკის აკადემიური დოქტორი. ამჟამად იკავებს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ასოცირებული პროფესორის თანამდებობას. წლების განმავლობაში, კითხულობდა ლექციებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სხვადასხვა კერძო უნივერსიტეტებში: მენეჯმენტი, ეკონომიკის პრინციპები, ადამიანური რესურსების მენეჯმენტი, სტრატეგიული მენეჯმენტი, დროის მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება, გლობალური ბიზნესი, ჯანდაცვის ეკონომიკა და მართვა, მარკეტინგი და სხვა. ბოლო წლების განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს 10-მდე პუბლიკაცია. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. ახორციელებს ტრენინგებს სხვადასხვა სპეციალობის მსმენელებისთვის. მის მიერ არაერთ საგანმანათლებლო პროექტში განხორციელდა სხვადასხვა ტრენინგ - მოდულების შემუშავება და უზრუნველყოფა.

კურსის სილაბუსი

CV
ლექტორი
დედა.png

პროფესორი სუზანა დობორჯგინიძე

bottom of page