top of page

ივენთ-მენეჯმენტი

ხანგრძლივობა
2 თვე/38 სთ
ფორმატი
დისტანციური
დასწრებული
ღირებულება
300₾
400₾

ივენთ-მენეჯმენტი

კურსის მიზანია მონაწილეებს გადასცეს სხვადასხვა სახის ღონისძიებების ეფექტური დაგეგმვისა და განხორციელებისათვის საჭირო ცოდნა და უნარები. მსმენელები გაეცნობიან კორპორატიული, საჯარო და კერძო ღონისძიებების ჩატარების ტექნიკას და მის შემოქმედებით, ტექნიკურ და ლოგისტიკურ ელემენტებს; პროგრამის ფარგლებში მსმენელებს საშუალება ექნებათ განიხილონ რეალური ქეისები.

კურსის სამიზნე ჯგუფს  წარმოადგენს დასაქმებული ადამიანები, რომელთა ძირითადი ფუნქციები დაკავშირებულია  ღონისძიებების დაგეგმარებასა და პრომოუშენთან.

თეორიულ ნაწილთან ერთად, პროგრამა დატვირთული არის პრაქტიკული დავალებებით.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ,  კურსდამთავრებულები შეძლებენ:

  • კულტურული ღონისძიების სტრატეგიული გეგმის განვითარებას;

  • მთლიანი ფინანსური პროცესის მართვას და შეფასებას;

  • ღონისძიების შესაფერისი დიზიანის და ადგილის შერჩევას;

  • ღონისძიების მარკეტინგული კამპანიის ჩატარებას;

  • წარმატებული კულტურული ღონისძიების დაგეგმვას და ჩატარებას.

ლექტორი

პროფესორი სუზანა დობორჯგინიძე

სუზანა დობორჯგინიძე არის ეკონომიკის აკადემიური დოქტორი. ამჟამად იკავებს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ასოცირებული პროფესორის თანამდებობას. წლების განმავლობაში, კითხულობდა ლექციებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სხვადასხვა კერძო უნივერსიტეტებში: მენეჯმენტი, ეკონომიკის პრინციპები, ადამიანური რესურსების მენეჯმენტი, სტრატეგიული მენეჯმენტი, დროის მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება, გლობალური ბიზნესი, ჯანდაცვის ეკონომიკა და მართვა, მარკეტინგი და სხვა. ბოლო წლების განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს 10-მდე პუბლიკაცია. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. ახორციელებს ტრენინგებს სხვადასხვა სპეციალობის მსმენელებისთვის. მის მიერ არაერთ საგანმანათლებლო პროექტში განხორციელდა სხვადასხვა ტრენინგ - მოდულების შემუშავება და უზრუნველყოფა.

კურსის სილაბუსი

CV
ლექტორი
დედა.png

პროფესორი სუზანა დობორჯგინიძე

bottom of page