top of page

ბუღალტერია საერთაშორისო სტანდარტებით

ხანგრძლივობა
3 თვე/50 სთ
ფორმატი
დისტანციური
დასწრებული
ღირებულება
600₾  500₾
700₾  600₾

ბუღალტერია საერთაშორისო სტანდარტებით

კურსის შესწავლის ძირითადი მიზნებია:

 

საქართველოში საგადასახადო სისტემების მუშაობის პრინციპი;
იმის გაგება, თუ როგორ წარმოიქმნება საწარმოს შემოსავალი და ხარჯები;
მხარეთა მიერ დებიტორული და კრედიტორული ანგარიშების აღრიცხვა, ხელფასების,
ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
ფინანსური ანგარიშგების მომზადების გაგება.

 

კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი შეძლებს:

 

• გაერკვეს ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების არსში, აღრიცხვის მეთოდებსა და ძირითად პრინციპებში;

• გამოიმუშაოს პრობლემების გადაწყვეტის უნარი და შეძლოს ეფექტიანად გამოიყენოს მიღებული ზოგადი ცოდნა კონკრეტრულ შემთხვევებში;

• დაეუფლოს ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების შედგენის პროცედურებს;

• დაასაბუთოს აღრიცხვის კონკრეტული მეთოდის გამოყენების მიზანშეწონილობა; დადგენილ ვადებში შეძლოს დავალებების შესრულება;

• სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისათვის სტრუქტურირებულად და თანმიმდევრულად შეძლოს ინფორმაციის გადაცემა;

• გამოიმუშაოს ფინანსური აღრიცხვის საკითხების პრაქტიკული გამოყენების უნარი და შეძლოს გადაწყვეტილების მიღება კონკრეტულ შემთხვევებში;

• პრაქტიკაში გამოიყენოს ფინანსური აღრიცხვის მეთოდები და ტექნოლოგია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა: სააღრიცხვო პოლიტიკის განსაზღვრა, ფინანსური ანგარიშგების შედგენა, გრანტების აღრიცხვა, სავალუტო კურსის ცვლილებებით გამოწვეული შედეგების განსაზღვრა და ა.შ

ლექტორი

პროფესორი აკაკი ცომაია

აკაკი ცომაია არის ეკონომიკის აკადემიური დოქტორი. ამჟამად იკავებს საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლისა და კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკური სკოლის ასოცირებული პროფესორის თანამდებობას. როგორც მოწვეული ლექტორი, კითხულობს ლექციებს ქართულ-ამერიკულ და სულხან-საბა უნივერისტეტებში. იგი ასევე მუშაობდა მოწვეულ პროფესორად ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კითხულობს ლექციებს შემდეგ დისციპლინებში: მენეჯმენტი, სტრატეგიული მენეჯმენტი, პროექტების მართვა, მიკროეკონომიკა, მაკროეკონომიკა, საფინანსო და სავალუტო სისტემა, კაპიტალის ბაზრები, ფინანსური აღრიცხვა, თამაშთა თეორია. ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს 15-მდე პუბლიკაცია. აქვს მკვლევარის გამოცდილება სამეცნიერო-საგრანტო პროექტებში. იგი გახლავთ ფულბრაიტის პოსტროქტორალური საგრანტო კონკურსის გამარჯვებული. ახორციელებს ტრენინგებს სხვადასხვა სპეციალობის მსმენელებისთვის

კურსის სილაბუსი

CV
ლექტორები
akakii.png

პროფესორი აკაკი ცომაია

CV
ზაზა.png

ზაზა სარჯველაძე

bottom of page