top of page

როგორ შევადგინოთ ბიზნეს-გეგმა

ხანგრძლივობა
2 თვე/34 სთ
ფორმატი
დისტანციური
დასწრებული
ღირებულება
300₾
350₾

როგორ შევადგინოთ ბიზნეს-გეგმა

ბიზნეს-გეგმა ეხმარება დამწყებ მეწარმეებს და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ბიზნეს-იდეის ბიზნეს-პროდუქტად გარდაქმნის საკითხებში.

 

ტრენინგ-კურსი სთავაზობს ბიზნესის წარმოებით დაინტერესებულ მსმენელებს იმ ცოდნის დაუფლებაში, რომელიც დაეხმარებათ მათ ბიზნეს-იდეიდან ბიზნეს-პროდუქტამდე გასავლელი გზის დაგეგმვასა და საჭიროების შემთხვევაში, პოტენციური ინვესტორების დაინტერესებაში

 

კურსის მიზანი

კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს სიღმისეული ცოდნა ბიზნეს-გეგმის შედგენის საკითხებში, რაც დაეხმარებათ მათ:

  • შესაძლებლობების გამოვლენასა და შეცდომების თავიდან არიდებაში;

  • საწარმოო, ადმინისტრაციული და მარკეტინგული გეგმების განვითარებაში;

  • ბიუჯეტის მომზადებასა და ფინანსური შედეგების დანახვაში

 

სწავლების შედეგები

  • კურსის დასრულების შედეგად სტუდენტები დამოუკიდებლად შეძლებენ ბიზნეს-გეგმის შედგენას საერთაშორისო სტანდარტით (ამერიკის მცირე ბიზნესის მხარდაჭერის ცენტრი - SBDC) დადგენილი მეთოდოლოგიის მიხედვით

ლექტორი

პროფესორი აკაკი ცომაია

აკაკი ცომაია არის ეკონომიკის აკადემიური დოქტორი. ამჟამად იკავებს საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლისა და კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკური სკოლის ასოცირებული პროფესორის თანამდებობას. როგორც მოწვეული ლექტორი, კითხულობს ლექციებს ქართულ-ამერიკულ და სულხან-საბა უნივერისტეტებში. იგი ასევე მუშაობდა მოწვეულ პროფესორად ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კითხულობს ლექციებს შემდეგ დისციპლინებში: მენეჯმენტი, სტრატეგიული მენეჯმენტი, პროექტების მართვა, მიკროეკონომიკა, მაკროეკონომიკა, საფინანსო და სავალუტო სისტემა, კაპიტალის ბაზრები, ფინანსური აღრიცხვა, თამაშთა თეორია. ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს 15-მდე პუბლიკაცია. აქვს მკვლევარის გამოცდილება სამეცნიერო-საგრანტო პროექტებში. იგი გახლავთ ფულბრაიტის პოსტროქტორალური საგრანტო კონკურსის გამარჯვებული. ახორციელებს ტრენინგებს სხვადასხვა სპეციალობის მსმენელებისთვის

კურსის სილაბუსი

CV
ლექტორი
akakii.png

პროფესორი აკაკი ცომაია

bottom of page